"ბილაინის" მხარდაჭერით თბილისში ვებ 3 კონფერენცია ჩატარდა
"ბილაინის" მხარდაჭერითა და კომპანია DEGAMEFI-ს ორგანიზებით, თბილისში საერთაშორისო ვებ 3 კონფერენცია ჩატარდა. ღონისძიებამ 2 დღის განმავლობაში უმასპინძლა 1200-ზე მეტ ადამიანს, მოწვეულ და საერთაშორისო ექსპერტ სპიკერებს, საინვესტიციო ფონდებს, ადგილობრივ და საერთაშორისო სტარტაპებს, არტისტებს, დეველოპერებს და ზოგადად ამ სფეროს წარმომადგენლებს.
გარდა მთავარი საკონფერენციო მსვლელობისა, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო 5 სხვადასხვა შინაარსის სივრცე: ბიზნეს ექსპო, სტარტაპ კონკურსის ოთახი, ტექ ოთახი, ნფტ გალერეა და სპეციალური სტუმრების ზონა.
სტუმართა განსაკუთრებული ყურადღება დაიმსახურა ნფტ გალერეამ და ტექ ოთახმა, სადაც ორი დღის განმავლობაში არ წყდებოდა ვიზიტორთა და მსმენელთა ნაკადი. ტექ ოთახში გაიმართა ტექ ლექციები და ვორქშოპები, სადაც აქტიურად ჩაერთო სტუმართა ის ნაწილი, რომელსაც ტექნიკური ცოდნის გაღრმავება სურდა.
ნფტ გალერეაში კი, გარდა საგამოფენო ნამუშევრებისა გათვალისწინებული იყო ყველა ის პირობა, რაც ვიზიტორებისთვის კომფორტულ გარემოს. გალერეაში წარმოდგენილი იყო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნფტ პროექტის – #CRYPTOPUNKS-ის ნამუშევარი. ბიზნეს ექსპოს სივრცეში წარმოდგენილი იყო ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების ინსტალაციები. განსაკუთრებულად საინტერესო კი – ვებ 3 თამაშების კომპანიების ინსტალაციები იყო. ვიზიტორებს ჰქონდათ შესაძლებლობა, ადგილზე ეთამაშათ და დაეტესტათ ესა თუ ის პროდუქტი და თამაში, მიეღოთ მონაწილეობა გათამაშებებში და მოეგოთ პრიზები.
ღონისძიების მეორე დღეს გაიმართა სტარტაპ კონკურსი, სადაც მონაწილეობა მიიღო 12 ადგილობრივმა და საერთაშორისო სტარტაპმა. კონკურსის შედეგად, გამოვლინდა ორი გამარჯვებული და გადაეცათ დაწესებული პრიზები.
"ბილაინი" ციფრული სტრატეგიისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აქტიურად აგრძელებს საქართველოში ციფრული და სტარტაპ ეკოსისტემის მხარდაჭერას. კომპანიის მიზანია ხელი შეუწყოს აღნიშნული სფეროების განვითარებას, ცოდნის გაღრმავებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას.