თეგებით ძიება
12. 11. 2024 ბიზნესი

BUSINESS MEETING 2024 - ქართული ბიზნეს ასოციაცია (SGBA) 15 ნოემბერს კიდევ ერთ შეხვედრას გამართავს

წარმატებული ქართული ბიზნეს ასოციაცია (SGBA), აგრძელებს დახურულ ფორმატში  BUSINESS MEETING-ებს და 15 ნოემბერს მომდევნო შეხვედრას გამართავს.

შეხვედრას დაესწრება 50 ბიზნესის წარმომადგენელი, როგორც ასოციაციის წევრი კომპანიებიდან, ასევე არაწევრი კომპანიების, მხოლოდ ტოპ მენეჯერები.  

ღონისძიებას უმასპინძლებს რესტორანი მეტი • METI , ადგილი სადაც ყველა მნიშვნელოვანი შეხვედრა და ღონისძიება, შთამბეჭდავ მოვლენად იქცევა. 

შეხვედრის თემაა: როგორ შევქმნათ წარმატებული ბრენდი; 

ღონისძიების ფორმატში დაგეგმილია:

 სამი სპიკერის გამოსვლა;

3 ბიზნესის, როგორც  ბრენდის წარმატების ისტორიის გაცნობა;

5 კომპანიის სპეციალური კორპორატიული შეთავაზება დამსწრე ბიზნესებისთვის;

ცნობისთვის,  ქართული ბიზნესის ასოციაცია (SGBA) არის პირველი უნიკალური სივრცე საქართველოში, რომელიც აერთიანებს ქართულ ბიზნესებს, სტარტაპებსა და დარგობრივ ბიზნესს ასოციაციებს, ერთ სივრცეში.

BUSINESS MEETING-ების მთავარი მიზანია, ბიზნესებისთვის შეიქმნას ერთიანი საკომუნიკაციო სივრცე, სადაც შესაძლებელი იქნება დამყარდეს ბიზნესისთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საქმიანი კავშირები.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა