თეგებით ძიება
01. 11. 2024 ბიზნესი

ჩვენ ვცდილობთ უკრაინის დახმარებას, მაგრამ ვართ ფრონტისპირა ქვეყანა, რუსეთი ჩვენ გვემუქრება და ყველაფერი არ არის შესაძლებელი

ჩვენ იმაზე მეტი გავაკეთეთ, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ, – ასე პასუხობს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვლადისლავ სიკორსკი უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ პოლონეთმა იპოვა ახალი მიზეზი, რათა უკრაინას „მიგ-29“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავები არ გადასცეს.

„როგორც დასავლეთმა, ჩვენ უკრაინას გავუგზავნეთ დახმარება 200 მილიარდი ევროს ოდენობით. იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც უკრაინას ეხმარებიან, თუ მხედველობაში მივიღებთ სამხედრო, ფინანსურ, ეკონომიკურ, ჰუმანიტარულ დახმარებას და უკრაინელ ლტოლვილებს მშპ-ის პროპორციულად, პოლონეთმა უფრო მეტი გააკეთა უკრაინისთვის, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანამ“, – აღნიშნა სიკორსკიმ.

მინისტრის თქმით, პოლონეთს შეუძლია, იამაყოს მსგავსი სოლიდარობის გამოხატვით. სიკორსკიმ ზელენსკის ასევე შეახსენა ,რომ პოლონეთმა უკრაინას თითქმის 300 ტანკი, ასევე დიდი რაოდენობით მძიმე ტექნიკა და თვითმფრინავი გადასცა.

„ჩვენ ვცდილობთ დახმარებას, მაგრამ ჩვენ ასევე ვართ ფრონტისპირა ქვეყანა. რუსეთი ჩვენ გვემუქრება და ყველაფერი არ არის შესაძლებელი“, – ამბობს სიკორსკი.

ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება მუდმივად სთხოვდა პოლონეთს, ჩამოეგდო პოლონეთის მიმართულებით მფრენი რუსული რაკეტები, თუმცა პოლონელებმა უარი განაცხადეს და თქვეს, რომ ამისთვის ნატო-ს მხარდაჭერა სჭირდებათ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა