ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 1-ელი ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7676 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7754 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.78 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.7491 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7557 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.66 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1486 ლარს შეადგენს, ასევე, გაუფასურდა ფუნტი და 3.1944 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 2 ნოემბრიდან შევა ძალაში.