თეგებით ძიება
02. 11. 2022 მსოფლიო

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში საჩუქრებით ჩავიდა

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოსე მანუელ ალბარესი კიევში ჩავიდა.

როგორც ცნობილია, ესპანეთი უკრაინას სასწრაფო სამედიცინო დახმარების 30 მანქანას გადასცემს.

ამასთან, უკრაინისთვის გადასაცემი სასწრაფო დახმარების მანქანები სპეციალურადაა აღჭურვილი ფეხმძიმე ქალების გადასაყვანად. ესპანეთის საგარეო უწყების ცნობით, ქვეყნის პირველი დიპლომატი უკრაინაში პოლონეთის ქალაქ ფშემისლიდან ღამით, მატარებლით გაემგზავრა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა