თეგებით ძიება

ჩვენ არც რუსეთის და არც ამერიკის სამსახურში ვართ. გვაქვს ჩვენი პოლიტიკა და ჩვენი ინტერესები - სერბეთის პრეზიდენტი

ჩვენ არც რუსეთის და არც ამერიკის სამსახურში ვართ. გვაქვს ჩვენი პოლიტიკა და ჩვენი ინტერესები - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე სიტყვის გამოსვლისას. ალექსანდრ ვუჩიჩმა დასავლეთის ქვეყნებს მოუწოდა ტერიტორიული მთლიანობის საკითხებში სერბეთს ისევე დაუჭირონ მხარი, როგორც ამას უკრაინასთან მიმართებით აკეთებენ.

"როდესაც ლიდერები აქ დიდი ენთუზიაზმით საუბრობენ უკრაინის თავისუფლების აუცილებლობაზე, გაეროს და მისი წესდების, რეზოლუციების დაცვაზე, გვიჩნდება კითხვა - რატომ არ იცავენ ისინი გაეროს რეზოლუციას, როდესაც საქმე ეხება სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას? მსოფლიო უკრაინაზე ლაპარაკობს, სერბეთზე ლაპარაკს კი ვერ ბედავს. ამბობენ, თითქოს ჩვენ ბალკანეთში ომს დავიწყებთ რუსეთის დაკვეთით. ისინი ორ წელზე მეტია ტყუიან. ჩვენ არც რუსეთის სამსახურში ვართ, არც ამერიკის. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკა და ჩვენი ინტერესები“, - განაცხადა ვუჩიჩმა.

ნიუ-იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესია მიმდინარეობს, რომელზეც დღეს სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეც გამოვა. 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა