თეგებით ძიება

პუტინი თავისით არ გაჩერდება, რუსეთი მშვიდობისკენ მხოლოდ იძულებით შეიძლება მიიყვანო - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, უკრაინის მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებაზე საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი მოლაპარაკებებით ვერ დასრულდება და რუსეთს უნდა აიძულონ მშვიდობის დამყარება.

"პუტინმა დაარღვია იმდენი საერთაშორისო ნორმა და წესი, რომ ის არ გაჩერდება თავისით. რუსეთი მშვიდობისკენ მხოლოდ იძულებით შეიძლება მიიყვანო," - განაცხადა ზელენსკიმ და საბჭოს წევრები გააფრთხილა, რომ რუსული ძალები აგრძელებენ უკრაინის ენერგორესურსების მიზანში ამოღებას და შესაძლოა მალე ატომურ ელექტროსადგურებს დაარტყან.

"ეს ომი უბრალოდ არ შეიძლება დასრულდეს, ამიტომ ამ ომის დასრულება მოლაპარაკებებით შეუძლებელია, საჭიროა მოქმედება... ომის დასრულება მოხდება არა იმიტომ, რომ ვიღაც დაიღალა და არა იმიტომ, რომ ვიღაცამ რაღაც გაცვალა პუტინთან. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ დასრულდება, რადგან გაეროს წესდება იმუშავებს. უნდა იმუშაოს. ჩვენი უკრაინული თავდაცვის უფლებამ უნდა გაიმარჯვოს," - განაცხადა ზელენსკიმ.

გამოცემა CNN-ის ცნობით, მოსალოდნელია, რომ ზელენსკი ამ კვირაში სრულად წარუდგენს თავის "გამარჯვების გეგმას" აშშ-ის პრეზიდენტს ჯო ბაიდენს, სანამ პრეზიდენტობის კანდიდატებს, ასევე ამერიკელ კანონმდებლებს და საერთაშორისო პარტნიორებს გაუზიარებს. გეგმა, სავარაუდოდ, მოიცავს კიევის განმეორებით მოთხოვნას, გამოიყენოს დასავლური შორი დისტანციის სარაკეტო სისტემები რუსეთის შიგნით მდებარე სამიზნეებზე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა