ლარი მკვეთრად გამყარდა - ვალუტის კურსი
სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 3 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7491 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7596 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 1.05 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.6760 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7309 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 5.49 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1476 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.0925 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 4 ნოემბრიდან შევა ძალაში.