„ნაციონალური მოძრაობა" მარტივ მამრავლებად იშლება - ანდრია გვიდიანი
ექსპერტმა ანდრია გვიდიანმა განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობაში" მიმდინარე პროცესები, დაპირისპირებები და დაშლის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, მოსალოდნელი იყო.
„ნაციონალური მოძრაობაში" მიმდინარე პროცესები, დაპირისპირებები და დაშლის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, ეს მოსალოდნელი იყო. მოსალოდნელი იყო ბევრი მიზეზის გამო. პარტიას უნდა ჰქონდეს შინაარსი და მათ ეს შინაარსი დიდი ხანია დაკარგეს. დღეს ეს პარტია არის აბსოლუტურად უიდეო, უშინაარსო, როგორც იდეოლოგიის, ასევე იქ თავმოყრილი ადამიანებით. „ნაციონალური მოძრაობა" დღეს მარტივ მამრავლებად იშლება. ეს რა თქმა უნდა ჩვეულებრივი პროცესია. არაერთხელ გვითქვამს, რომ მოსალოდნელი არის ამ პარტიის დაშლა და ალბათ ეს ადამიანები გადაინაცვლებენ სხვა და სხვა პარტიებში, რომლებიც ასევე ნაციონალური მოძრაობის სატელიტები არიან დღეს, როგორიც არის „სტრატეგია აღმაშენებელი", „ლელო". შესაბამისად დაიშლება ეს ფრონტი", - განაცხადა გვიდიანმა „ქრონიკასთან".