თეგებით ძიება

"მზად ვართ 7 მლნ გამოვყოთ, რათა "ქართული ოცნების" დეზინფორმაციაზე ჩვენი საპასუხო რეაქცია გავაძლიეროთ" - მარტა კოსი

ვაგ­რძე­ლებთ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ის მხარ­და­ჭე­რას. მათ­თვის უკვე 8.5 მი­ლი­ო­ნი ევ­როა გა­მო­ყო­ფი­ლი,- ამის შე­სა­ხებ გა­ფარ­თო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კო­მი­სარ­მა, მარ­ტა კოს­მა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში, სა­გა­რეო საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის შეხ­ვედ­რა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ასე­ვე მზად არი­ან, და­მა­ტე­ბით 7 მი­ლი­ო­ნი ევრო სა­კო­მუ­ნი­კა­ციო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის გა­მო­ი­ყოს. ევ­რო­კო­მი­სა­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცია უნდა გაძ­ლი­ერ­დეს“.

"კო­მი­სი­ამ უკვე შე­ა­ჩე­რა 100 მი­ლი­ონ ევ­რო­ზე მეტი და­ფი­ნან­სე­ბა, რო­მე­ლიც პირ­და­პირ იყო გან­კუთ­ვნი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის და ჩვენ თან­ხე­ბის შემ­დგო­მი გა­და­ნა­წი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გან­ვი­ხი­ლავთ. ასე­ვე, ჩვენ შე­თა­ვა­ზე­ბა გა­ვა­კე­თეთ სა­ქარ­თვე­ლოს­თან ევ­რო­კავ­ში­რის სა­ვი­ზო რე­ჟი­მის გა­მარ­ტი­ვე­ბის შე­სა­ხებ შე­თან­ხმე­ბის ნა­წი­ლობ­რივ შე­ჩე­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რათა სა­ქარ­თვე­ლოს მიერ გა­ცე­მუ­ლი დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი პას­პორ­ტე­ბის მფლო­ბე­ლე­ბის­თვის სა­ვი­ზო მო­თხოვ­ნე­ბი და­ვა­წე­სოთ. ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბი ამ შე­თა­ვა­ზე­ბას იან­ვრის ბო­ლოს უყ­რი­ან კენ­ჭს. იმავდრო­უ­ლად, ჩვენ ვაგ­რძე­ლებთ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ის მხარ­და­ჭე­რას, მათ­თვის უკვე 8.5 მი­ლი­ო­ნი ევ­როა გა­მო­ყო­ფი­ლი. ასე­ვე, მზად ვართ და­მა­ტე­ბით 7 მი­ლი­ო­ნი ევრო სა­კო­მუ­ნი­კა­ციო საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის გა­მოვ­ყოთ და ჩვენ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე ჩვე­ნი სა­პა­სუ­ხო რე­აქ­ცია უნდა გა­ვაძ­ლი­ე­როთ“, - აღ­ნიშ­ნა ევ­რო­კო­მი­სარ­მა.

მისი თქმით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბე­ბი სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა მკა­ფიო შეხ­სე­ნე­ბაა იმი­სა, რომ ევ­რო­კავ­შირ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბის გზა ად­ვი­ლი არ არის და შე­საძ­ლოა, შე­მა­ფერ­ხე­ბელ ფაქ­ტო­რებს ად­გი­ლი ჰქონ­დეს და აქვს კი­დეც. ვწუხ­ვარ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ევ­რო­კავ­შირ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის­გან და­შო­რე­ბას აგ­რძე­ლებს. ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის მი­მართ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის არ­ჩე­ვა­ნი კონ­სტი­ტუ­ცი­ა­შია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი და ისი­ნი ყო­ველ ღა­მით ქუ­ჩებ­ში გა­მო­დი­ან, რად­გან მისი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა ნამ­დვი­ლად სურთ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ქმე­დე­ბე­ბი მშვი­დო­ბი­ა­ნი დე­მონ­სტრან­ტე­ბის, ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი­სა და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ სრუ­ლი­ად მი­უ­ღე­ბე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და მარ­ტა კოს­მა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა