"გამოჩნდა "ოცნების“ პროპაგანდისტი, ნამდვილ პოლიტიკურ პატიმრებს ცდილობს აეკიდოს..." - ნათია მეზვრიშვილი მიხეილ სააკაშვილზე
შსს მინისტრის ყოფილი მოადგილე, ყოფილი პროკურორი ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"გამოჩნდა „ოცნების“ პროპაგანდისტიც. როგორც ყოველთვის „დროული“ პოსტით. ნამდვილ პოლიტიკურ პატიმრებს ცდილობს აეკიდოს, რომ რეჟიმის პროპაგანდამ ყველა ნამდვილ პოლიტიკურ პატიმარს ნაცი ეძახოს და ყველა დასავლელი პარტნიორი, ვინც ნამდვილი პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ითხოვს, სააკაშვილის გათავისუფლების ლობისტად გამოაცხადოს. თავს უტოლებს სრულიად უდანაშაულო ახალგაზრდებს, მსახიობებს, ჟურნალისტებს, ექიმებს, იუმორისტებს. Mikheil Saakashvili არ ხარ პოლიტიკური პატიმარი. სხვები არიან.
ესეთები აუცილებლად უნდა გაყვნენ ამ რეჟიმს", - წერს ნათია მეზვრიშვილი.