ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი
სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 7 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7340 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7419 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.79 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7304 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.6838 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 4.66 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1469 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.1280 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 8 ნოემბრიდან შევა ძალაში.