თეგებით ძიება

გამოკითხულთა 7% რუსეთს საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ პარტნიორად მიიჩნევს - IRI-ის კვლევა

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს მოქალაქეები მთავარ პოლიტიკურ პარტნიორებად ევროკავშირს, აშშ-სა და უკრაინას მიიჩნევენ.

სიაში არის რუსეთიც, რომელზედაც მოსახლეობის 7% ფიქრობს, რომ იგი საქართველოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური პარტნიორია.

ამავდროულად, გამოკითხულთა 89% რუსეთს ძირითად პოლიტიკურ საფრთხედ მიიჩნევს ხოლო, 80% – რუსეთს სერიოზულ ეკონომიკურ საფრთხედ მიიჩნევს.

ცნობისთვის, კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბერი - 2 ოქტომბრის პერიოდში. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს.

მონაცემები შეჯამდა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5%, გამოპასუხების მაჩვენებელი - 74%.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა