თეგებით ძიება

მოსახლეობის 62%-ის აზრით, ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება - IRI-ის კვლევა

IRI-ის (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 62% მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

შეკითხვაზე, როგორ ფიქრობთ, ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება თუ არასწორით, პასუხები ასე გადანაწილდა:

არასწორი - 62%
სწორი - 30%
არ ვიცი/უარი პასუხზე - 8%

ამასთან, შეკითხვაზე, როგორ შეაფასებდით საქართველოს მოსახლეობაში გავრცელებულ განწყობას, პასუხები ასეთია :

ოპტიმისტურად - 47%
ნეიტრალურად - 38%
პესიმისტურად - 15%
აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემდეგ ოპტიმისტურად შეფასების მაჩვენებელი ბოლო კვლევაში ყველაზე დაბალია.

IRI-ის დაკვეთით კვლევა ჩატარდა 2022 წლის 13 სექტემბრიდან 2 ოქტომბრამდე პერიოდში. საველე სამუშაოები კომპანია IPM-მა ჩაატარა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით რესპონდენტთა სახლებში. მრავალეტაპიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდით გამოიკითხა 1500 სრულწლოვანი მოქალაქე. ცდომილების ზღვარი +/- 2.5%-ია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა