როგორ ხდება, რომ რუსი ოლიგარქის ოჯახის წევრები დღეს თბილისში ცხოვრობენ?! - ნიკა მელია ვახტანგ გომელაურს მიმართავს
ალექსანდრ კოპილკოვი, ვისი ოჯახიც თბილისში ცხოვრობს, რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია და აქვს საქმიანი კავშირები ათეულობით სანქცირებულ პირთან, იმედია, დღის ბოლომდე ხელისუფლება, განსაკუთრებით გომელაური გამობრძანდება და გააკეთებს განცხადებას, როგორ ხდება, რომ რუსი ოლიგარქის ოჯახის წევრები დღეს თბილისში ცხოვრობენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.
„რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ ვიდეოკადრები, როგორ აყენებს შეურაცხყოფას თბილისში მყოფი რუსეთის მოქალაქე ქართველებს. ეს პირი, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უპრობლემოდ და უკონტროლოდ შემოუშვა საზღვარზე აღმოჩნდა პუტინის გარემოცვის ოლიგარქის ალექსანდრ კოპოლკოვის შვილი, პაველ კოპოლკოვი. ის პოლიციამ მხოლოდ რამდენიმე საათით დააკავა, მოათავსა მცხეთის იზოლატორში და გაათავისუფლა გასაგები მიზეზების გამო. პაველ კოპოლკოვის ოლიგარქი მამა პირდაპირ კავშირშია რუსულ სამხედრო ინდუსტრიასთან, კავშირშია რუსულ სამხედრო დაფინანსებასთან სირიაში, ყირიმსა და ახლა უკრაინის ომში. მის ოჯახს მოხვეჭილი აქვს უზარმაზარი ქონება რუსეთის არმიასთან გაფორმებული კონტრაქტების და ეს ოჯახი ცხოვრობს თბილსიში.
რუსი ოლიგარქი ალექსანდრ კოპილკოვი არის ერთ-ერთი გასამხედროებული ორგანიზაციის სპონსორი. ორგანიზაციის, რომელიც პირდაპირ იყო ჩართული ყირიმის ოკუპაციასა და მარიუპოლის ალყის ორგანიზებაში. ის არის უშუალო პარტნიორი პუტინის უახლოესი გარემოცვის, ყველაზე გავლენიანი ოლიგარქების, ალეშე რუსმონოვის იგორ სეჩინის, რომლებზეც უკრაინაში ომის პირობებში, ერთ-ერთ პირველებზე გავრცელდა საერთაშორისო, დასავლური სანქციები", - განაცხადა მელიამ.