თეგებით ძიება

ყველაფერი, რაც ასუსტებს მედიის თავისუფლებას, ასუსტებს დემოკრატიას - კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი დემოკრატიაზე საუბრობს.

მისი თქმით, ნებისმიერი რამ, რაც ასუსტებს ან საფრთხეს უქმნის მედიის თავისუფლებას, ასუსტებს დემოკრატიას.

"არ მაქვს კომენტარი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, რადგან შეერთებული შტატები არ არის ჩართული ამ უწყების ან რომელიმე ევროპული პარტიის მუშაობაში. მე არ მაქვს კომენტარი ამ საკითხზე. მედიის თავისუფლება არის სფერო, რომელსაც აშშ-ის საელჩო მხარს უჭერს 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც ჩვენ საქართველოსთან სრული დიპლომატიური ურთიერთობები გვაქვს, რადგან ეს საკითხი არის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ჯანსაღი დემოკრატიისთვის. ეს არის ის, რაც გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში და აშშ-ის კონსტიტუციაში. ყველაფერი, რაც ასუსტებს ან ხელყოფს მას, ასუსტებს ჩვენი დემოკრატიების საფუძველს. სწორედ ამიტომ ჯანსაღი დემოკრატიისთვის ჩვენ მედიის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვნად და ცენტრალურად მიგვაჩნია“, – განაცხადა ელჩმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა