თეგებით ძიება

"ნაცმოძრაობა" პირდაპირ აორგანიზებს მესიჯს, რომ საქართველო სარგებლობს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომით" - მამუკა მდინარაძე

"ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ რადიკალური ოპოზიცია, მათი ლობისტები და დავალების მიმცემები პირდაპირ აორგანიზებენ მესიჯს, რომ საქართველო სარგებლობს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომით და ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქედან გამომდინარეა.

"გვაქვს ინფორმაცია, რომ „ნაცმოძრაობა“, ქართული რადიკალური ოპოზიცია და სამწუხაროდ მათი ლობისტები და დავალების მიმცემები პირდაპირ აორგანიზებენ მესიჯს და მის გავრცელებას, მათ შორის შეკვეთილი სტატიებით, შიდა გახმოვანებით ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, რომ საქართველო სარგებლობს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომით და ძალიან მარტივად, ყველასთვის გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქედან გამომდინარეა.

საქართველოს შარშანაც ჰქონდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, თუ სწორად მახსოვს მეორე ვიყავით ევროპაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით. სავალუტო ფონდი დღემდე, დღესაც და მომავალშიც ასე გაგრძელდება დარწმუნებული ვარ, ეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით სამომავლო პროგნოზს აკეთებს ასევე ძალიან მაღალს, რომ საქართველოს ექნება მაღალი ეკონომიკური ზრდა ანუ, დინამიკა უცვლელი ექნება და გაგრძელდება ეს ტრენდი.

შესაბამისად, არც შარშან ყოფილა რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინაში და არც დარწმუნებული ვარ სავალუტო ფონდი აკეთებს ომზე გათვლით და დაყრდნობით სამომავლო პროგნოზებს. რამდენად სპეკულაციურია და საქართველოსთვის დამაზიანებელი მესიჯი ლაგდება ალბათ ყველა ადვილად მიხვდება“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა