ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი
სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 8 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7366 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7340 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.26 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7366 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7304 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.62 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1471 ლარს შეადგენს, ასევე, გამყარდა ფუნტი და 3.1413 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 9 ნოემბრიდან შევა ძალაში.