თეგებით ძიება

საქართველოში პოლიტპატიმრები არ გვყავს - იუსტიციის მინისტრმა ნიკა გვარამიას საქმეზე ისაუბრა

საქართველოში პოლიტპატიმრები არ გვყავს და რეალურად შეუძლებელია, რომ ვინმეს საქართველოში ეწოდოს პოლიტპატიმარი, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „მთავარი არხის" დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენაჩენს.

"კონკრეტული ადამიანების ბედის გადაწყვეტის სამართლებრივ საკითხებზე გადაწყვეტილებას სასამართლო ხელისუფლება იღებს და ნებისმიერი სახის სხვა ჩარევა არის ყოვლად მიუღებელი“, - განაცხადა ბრეგაძემ.

„მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას თბილისის სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმის ერთ-ერთ ეპიზოდზე სასჯელი დაუმძიმა და 50 000-ლარიანი ჯარიმა პატიმრობით შეუცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა