„მინდა, ჩემმა ქართველმა მეგობრებმა გაიგონ“ - ლიზა იასკო საგანგებო მიმართვას ავრცელებს (ვიდეო)
უკრაინის რადას დეპუტატმა და საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლემ, ლიზა იასკომ, მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტმა საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებულ ანგარიშს შესწორებებით მხარი დაუჭირა, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის ინგლისურად საუბრობს.
„მინდა, ჩემმა ქართველმა მეგობრებმა გაიგონ, ამიტომ ინგლისურად ვისაუბრებ“, - ამბობს ლიზა.
„უკრაინის ადვოკატირების დაწყება ევროპარლამენტში ბრიუსელში:
და ახალი ამბები საქართველოსა და მიხეილ სააკაშვილზე – დღეს საგარეო საქმეთა კომიტეტმა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდებით საზღვარგარეთ სამედიცინო მკურნალობის შესახებ ანგარიში მიიღო“. – წერს ლიზა იასკო სოციალურ ქსელში.
Start of ????????Ukraine’s Advocacy trip to European Parliament in Brussels!
➡️And news on Georgia and Mikheil Saakashvili -...Posted by Ліза Ясько - Lisa Yasko on Tuesday, 8 November 2022