თეგებით ძიება

ჩვენ არ გავხდებით სააკაშვილის მკვლელობის თანამონაწილეები, ბრძოლა იქნება ბოლომდე - ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სააკაშვილის გათავისუფლებისთვის ბრძოლას პარტია ბოლომდე გააგრძელებს.

„შეუძლებელია, რომ ამ თავხედობას შევეგუოთ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რეალურად უმძიმესია, მე მეუბნებიან, რომ ნიკა შენ რომ სააკაშვილი უბრალოდ ქუჩაში შეგხვდეს, ვერ იცნობო. ის არ ჰგავს მიხეილ სააკაშვილს, ისეთი აღარ არის ადამიანი ფიზიკურად, როგორიც გვახსოვს. აქედან გამომდინარე, იქნება ბრძოლა ბოლომდე. ჩვენ ვერ ვიქნებით მონაწილეები იმ პროცესის, რომ გავხდეთ ადამიანის სიკვდილის თანამონაწილეები“, - განაცხადა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა