თეგებით ძიება
09. 11. 2022 მსოფლიო

რუსმა ოკუპანტებმა, ერთ დღეში 780 სამხედრო დაკარგეს - უკრაინის გენშტაბი ახალ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი - დაახლოებით 77 950; ​ტანკი - 2 801; ჯავშანტექნიკა - ​5 666; საარტილერიო სისტემა - 1 802; სარაკეტო სისტემა - 393; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 205; თვითმფრინავები - 278; ვერტმფრენი - 260.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა