5 თვის ნაყოფი დაიღუპა... - როგორია ორსული ქალის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ მანქანა დაეჯახა?
მარტვილის მუნიციპალიტეტ სოფელ სალხინოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ორსული ქალის მდგომარეობა, როგორც ახლობლები აცხადებენ, კრიტიკულად მძიმედ რჩება.
მათივე ინფორმაციით, 5 თვის ნაყოფი დაიღუპა, ხოლო მედიკოსები ქალის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ.
არსებული ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია.გამოძიება შსს-მ სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.