ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 9 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7328 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7366 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.38 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7446 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7366 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.80 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1469 ლარს შეადგენს, ასევე, გაუფასურდა ფუნტი და 3.1271 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 10 ნოემბრიდან შევა ძალაში.