თეგებით ძიება
09. 11. 2022 მსოფლიო

რუსმა ოკუპანტებმა, ხერსონის რაიონში ხუთი ხიდი ააფეთქეს - ოფიციალური უკრაინა ახალ ინფორმაციას ავრცელებს

ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველმა, სერხიი ხლანმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის შესაჩერებლად, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის რაიონში ხუთი ხიდი ააფეთქეს.

„ააფეთქეს ხიდი ნოვოკაირიში, ააფეთქეს ხიდი მილოვში. ანუ, ოკუპანტები ახლა აფეთქებენ აბსოლუტურად ყველა ხიდს, რომელიც ხერსონის ოლქის მარჯვენა სანაპიროზეა", - განაცხადა ხლანმა.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა