დილის 6 საათზე დგებოდა, მიდიოდა პირველი ავტობუსით ბაზაზე, შემდეგ ბრუნდებოდა სახლში, ჭამდა, წყალს გადაივლებდა და სკოლაში მიდიოდა - ხვიჩა კვარაცხელიას მამა
ხვიჩა კვარაცხელიას მამა, ბადრი კვარაცხრლია მისი შვილის შესახებ საუბრობს.
მისი თქმით, ხვიჩა პატარაობიდანვე ძალიან შრომისმოყვარე იყო.
"პატარაობისას ფეხბურთის გარდა, არაფერზე ფიქრობდა. მეზობლებს არ ასვენებდა. როცა დასავლეთიდან თბილისში ჩამოვდიოდით, ეზოში ვერც ერთ ბავშვს ნახავდით, ერთ წრეს დაარტყამდა და 10 ბავშვი მოჰყვებოდა. კორპუსის ქვეშ, სადაც ახლა ვცხოვრობ, კედელია, ფანჯარა არაა და იქ ურტყამდნენ ბურთს. ხმაური რომ იყო, მეზობლები ამბობდნენ, კვარაცხელიები ჩამოვიდნენო.
როცა „დინამოში“ იყო, დილის 6 საათზე დგებოდა, მიდიოდა პირველი ავტობუსით ბაზაზე, შემდეგ ბრუნდებოდა სახლში, ჭამდა, წყალს გადაივლებდა და სკოლაში მიდიოდა. ზამთრის პერიოდი იყო, ღამე, თავს არ გვაცილებინებდა, სადარბაზოსთან ჩავდიოდი, ვხედავდი, რომ გზაზე გადადიოდა, სანამ 10-15 წუთი ტრანსპორტს ელოდა, ფანჯრიდან ვუყურებდი. უნდოდა ფეხბურთის თამაში, ძალიან კარგადაც სწავლობდა სკოლაში.
სკოლიდან როგორც კი მოდიოდა, გაკვეთილებს ამზადებდა, მერე ეზოში ჩადიოდა. სულ ბურთი... ჩემზე მაგარი გამოდგა, მაჯობა (იცინის).“ - ამბობს ბადრი კვარაცხელია.