თეგებით ძიება

პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას არ ვაპირებ - ლევან ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობის"ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

"არანაირი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობას ლევან ხაბეიშვილი არ აპირებს. მოვუწოდებ ყველა ლიდერს და ენმ-სთან დაკავშირებულ ადამიანს, მე ვარ მომხრე განახლების და მომხრე ვარ ცვლილებების. პარტიის თავმჯდომარეები მიდიან, პარტიის თავმჯდომარეები მოდიან, ამაში არც ტრაგიკულია რამე და არც არანორმალური და არც პარტიის სისუსტეზე მეტყველებს", - ამბობს ხაბეიშვილი.

მისი თქმით, პარტიამ არჩევნები შესაძლებლობად უნდა გამოიყენოს. როგორც პოლიტიკოსმა საგანგებო ბრიფინგზე თქვა, ენმ-ს რეგიონალური ლიდერების 80% პარტიაში ხელახალ არჩევნებს ემხრობა. მისივე მტკიცებით, ასეთია განწყობა საკრებულოშიც.

"ამ პარტიას სჭირდება გადახალისება, თავმჯდომარეს, ვინც იქნება, სჭირდება ლეგიტიმაცია ამომრჩევლისგან და მეტიც, ეს პარტია უნდა დაუბრუნდეს ამომრჩეველს. ყველანაირი დაპირისპირება და გაუგებრობა ჩემთვის არის მიუღებელი. არჩევნები უნდა გამოვიყენოთ შესაძლებლობად. არჩევნები უნდა გამოვიყენოთ გასაძლიერებლად და უნდა უზრუნველვყოთ ისეთ პარტიული სტრუქტურის ჩამოყალიბება, რომელიც წინააღმდეგობას გაუწევს და დაამარცხებს რუს ოლიგარქს. პარტიის რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეების 80% ემხრობა თავმჯდომარის არჩევნებს და ცვლილებებს. ჩვენი საკრებულოს წევრების, მათ შორის დედაქალაქის და რაიონების, უმრავლესობა ემხრობა არჩევნებს. ამაში ტრაგიკული არაფერი არ არის", - განაცხადა ხაბეიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა