თეგებით ძიება
10. 11. 2022 მსოფლიო

"მოვიდნენ, გაძარცვეს, ზეიმობდნენ, დახოცეს, წავიდნენ" - მიხაილო პოდოლიაკი ხერსონიდან რუსული ჯარის ნაწილის გასვლაზე

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში ხერსონიდან რუსული ჯარის ნაწილის გასვლას ეხმაურება.

"რუსეთის ფედერაციას სურს ხერსონი „სიკვდილის ქალაქად“ აქციოს. რუსი სამხედროები ნაღმავენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ: ბინებს, კანალიზაციას. მარცხენა სანაპიროზე მდებარე არტილერია ქალაქის ნანგრევებად გადაქცევას გეგმავს. ასე გამოიყურება „რუსული სამყარო“: მოვიდნენ, გაძარცვეს, ზეიმობდნენ, დახოცეს „მოწმეები“, დატოვეს ნანგრევები, წავიდნენ“, - წერს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი.



შეგახსენებთ, სერგეი შოიგუმ ხერსონიდან რუსული ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა