ჯაფარიძე-ვაშაძე-ხოშტარია მზად არიან ეშმაკსაც კი შეეკრან - არჩილ თალაკვაძე
„ოცნების“ ლიდერი, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ ჯაფარიძე-ვაშაძე-ხოშტარიას სამეული მზად არის წარმატების მოსაპოვებლად თვით ეშმაკსაც შეეკრას.
„ის ფაქტი და განცხადება, რომ ჯაფარიძე-ვაშაძე-ხოშტარია და სხვები მზად არის, რომ პოლიტიკური წარმატებისთვის ნებისმიერ რამეს მოაწერონ ხელი, ნებისმიერთან დადონ ხელშეკრულება, ეშმაკსაც კი შეეკრან, ეს თავისთავად მიუთითებს, რომ მათთვის არაფერი სუფთა და ღირებული არ არსებობს. მათ აქვთ ერთადერთი მიზანი, ეს არის პოლიტიკური შურისძიება და ეს არის როგორმე, ნებისმიერი მეთოდით ხელუსუფლებაში ძალაუფლების დაბრუნება“,- განაცხადა თალაკვაძემ.