თეგებით ძიება

ნიკა მელიაზე უკეთესი ჩემთვის მიხეილ სააკაშვილია - გია ბარამიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი ბარამიძემ პარტიის თავმჯდომარის შესაძლო არჩევნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ თუ ვინმე ამჟამინდელ თავმჯდომარეზე, ნიკა მელიაზე გამოჩნდება, არჩევნებში ხმას მას მისცემს.

„მჯობნის მჯობნი არ დაილევაო“. თუ ვიღაცა იქნება ნიკა მელიაზე უკეთესი, იმას მივცემ ხმას. ჩემთვის ნიკაზე უკეთესი, მე ვისაც ვხედავ, რა თქმა უნდა, არის მიხეილ სააკაშვილი, მე ვარ მისი გუნდის წევრი და მე არ ვცნობ პარტიაში სხვა ჯგუფებს, მე დაპირისპირების ფორმულას არ ვიზიარებ. მიხეილ სააკაშვილმა ისეთი პარტია ჩამოაყალიბა, სადაც ყოველთვის იყო აზრთა სხვადასხვაობა და ამის არავის ეშინოდა. ამჟამად ჩემი მისია იქნება პარტიის გაერთიანება“, - განაცხადა ბარამიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა