რამდენით გაიაფდება საწვავი უახლოეს 1-2 კვირაში - რას ამბობს "ვისოლის“ გენერალური დირექტორი?
"ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხორავამ განაცხადა, რომ 1-2-კვირიან პერიოდში ბენზინზე ფასები 5-10 თეთრით კიდევ შემცირდება, - ამის შესახებ მან BMG-სთან ისაუბრა.
"1-ელი აგვისტოდან დღემდე, დაახლოებით, 80 თეთრით შემცირდა ფასები როგორც ბენზინზე, ისე - დიზელზე. წინა კვირაშიც 5 თეთრით შევამცირეთ ბენზინის ფასი. რაც შეეხება მოკლევადიან პერსპექტივას, გაზრდას არ ვფიქრობთ; არსებული ნაშთები იძლევა იმის საშუალებას, რომ ფასები მცირედით კიდევ დავაკორექტიროთ, შემცირების მიმართულებით. ვგულისხმობ, 1-2 კვირიან- პერიოდში ბენზინის 5-10 თეთრით გაიაფებას.
დიზელის ფასს რაც შეეხება, საერთაშორისო ბაზარზე მაღალი ფასები ნარჩუნდება, რაც გაიაფების საშუალებას არ გვაძლევს“, - აცხადებს ხორავა.