თეგებით ძიება
11. 11. 2022 მსოფლიო

ოკუპანტები ხერსონიდან საბოლოოდ გავიდნენ? - რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 11 ნოემბერს (მოსკოვის დროით) დილის ხუთ საათისთვის დასრულდა რუსული ჯარების გადაყვანა დნეპრის მარცხენა სანაპიროზე.

"დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადაყვანის დროს, არც ერთი სამხედრო ტექნიკა და იარაღი არ დარჩენილა მარჯვენა სანაპიროზე, ყველა რუსი სამხედრო მოსამსახურე გადავიდა, რუსული ჯგუფის პერსონალის, იარაღის, აღჭურვილობისა და მატერიალური რესურსების დანაკარგი არ ყოფილა", - აცხადებენ სამინისტროში.

9 ნოემბერს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ რუსეთის შეიარაღებული ძალების სარდლის, სერგეი სუროვიკინის მოხსენების მოსმენის შემდეგ, ქალაქ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა