ახლა მნიშვნელოვანია ერთობა, ერთობის გარეშე რთული იქნება ამ სისტემის დამარცხება - რას ამბობს ზურაბ ჯაფარიძე?
"გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“, "დროასა“ და "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები ბათუმში იმყოფებიან და მოსახლეობას საკუთარ ხედვას აცნობენ.
ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ პარტიებმა ნებისმიერ შემთხვევაში, ერთიანობისკენ უნდა იმოძრაოს.
"წინასწარ ვიცი, იმ 12 პუნქტიდან ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც არის დეოლიგარქიზაციის პუნქტი შესრულებული არ იქნება იმიტომ რომ „ქართულ ოცნებას“ არ უნდა ისეთი კანონის მიღება, რომელიც საქართველოში დაასრულებს ერთპარტიულ და ერთი კაცი მმართველობას. ეს აისახება პირდაპირ ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალზე.
შეხვედრების ციკლი გვაქვს, სადაც ვხვდებით ჩვეულებრივ რიგით მოქალაქეებს და მხარდამჭერებს. მათ ვესაუბრებით ჩვენ რას ვაკეთებთ ერთად. ახლა მნიშვნელოვანია ერთობა, ერთობის გარეშე რთული იქნება ამ სისტემის დამარცხება“, - განაცხადა ჯაფარიძემ.