თეგებით ძიება

ჩვენი მიზანია მოხდეს მოსახლეობის გამოფხიზლება და დიდი ერთობის შექმნა - რას ამბობს გიორგი ვაშაძე?

"გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“, "დროასა“ და "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერები ბათუმში იმყოფებიან და მოსახლეობას საკუთარ ხედვას აცნობენ.

"სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ასეთი შეხვედრები ქვეყანას ხელს შეუწყობს, რომ საქართველო ევროპულ რელსებზე დაბრუნდეს.

"საქართველოს მოსახლეობის 80% პროევროპელია, მაგრამ ხელისუფლებაში მყოფ პრორუსულ უმცირესობას სურს, ქვეყანა ჩაძიროს რუსულ ჭაობში.

ჩვენი ეს შეხვედრები, რომელიც ყველა ქალაქსა და რაც შეიძლება მეტ დასახლებულ პუნქტში გაიმართება, ემსახურება ერთადერთ მიზანს - მოხდეს მოსახლეობის გამოფხიზლება და დიდი ერთობის შექმნა. რომელიც შეძლებს ქვეყანა ევროპულ რელსებზე დააბრუნოს“, - აცხადებს გიორგი ვაშაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა