თეგებით ძიება

ნოდარ ნათაძე გარდაიცვალა

93 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი და „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე, ენათმეცნიერი ნოდარ ნათაძე.

ნოდარ ნათაძე დაიბადა 27 მაისს, 1929 წელს.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1952 წელს.

1957-1963 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1963-1969 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ თანამშრომელი; 1969 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი მთაწმინდის №9 საარჩევნო ოლქიდან; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1992-1995წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "11 ოქტომბერი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, №5 მრავალმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან; საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატი (1991); 1995 წლიდან არის საქართველოს ეროვნული სახალხო ფრონტის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარე. მრავალი სამეცნიერო და პუბლიცისტური ნაშრომის, მონოგრაფიის ავტორი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა