თეგებით ძიება

მობილიზაციის გამოცხადებიდან, საქართველოში 700 000-ზე მეტი რუსი შემოვიდა - რას აცხადებს სალომე ზურაბიშვილი?

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულ გამოცემა Radio France-თან საქართველოში რუსეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობით შემოსვლაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამჟამად საქართველოში 100 000-მდე რუსი იმყოფება.

„პუტინის მიერ სამხედრო მობილიზაციის შესახებ განცხადების შემდეგ საქართველოს საზღვარი 700 000-ზე მეტმა რუსმა გადმოკვეთა. მათგან 600 000 სხვადასხვა მიმართულებით წავიდა – მეზობელ სომხეთში, თურქეთსა და ევროპის ქვეყნებში, დაახლოებით 100 000 დარჩა. ქვეყანაში ჩამოვიდა 30 000 უკრაინელი ლტოლვილი, რომელთაგან ზოგიერთი დაბრუნდა, როცა კიევში სიტუაცია დამშვიდდა.

რუსების ჩამოსვლის გამო რაიმე სერიოზული ინციდენტი არ მომხდარა. დროდადრო ხდება სიტყვიერი შელაპარაკებები, მაგრამ მთლიანობაში, ამ რუს მოსახლეობას აშკარად არ სურს პუტინის ომის ბედი გაიზიაროს, არ სურს, რომ მობილიზებულთა შორის იყოს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა