საქართველოს საგარეო უწყება, სტამბოლში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს
სტამბოლში, ისტიკლალის გამზირზე მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
უწყება წერს, რომ საქართველოს გენერალურ საკონსულოში, საქართველოს მოქალაქეების შესახებ შეტყობინება არ შესულა.
„ამ დროის მონაცემებით, სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალქეების შესახებ არ შესულა. საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში რჩება ადგილობრივ სამართალდამცავებთან“,- წერს სამინისტრო.