დამზადებული ყუმბარები როგორც ჩანს, საკუთარ ხელში აუფეთქდათ - მიხეილ სარჯველაძე "ნაციონაურ მოძრაობაზე"
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ პარტია მწვავე კრახს განიცდის.
"ისინი ბევრს საუბრობდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლებისთვის სერიოზული პრობლემების შექმნას შეძლებდნენ. აქა იქ ვიღაც საბოტაჟზე საუბრობდა, ასევე, საუბრობდნენ ცხელ შემოდგომაზე და ეს დამზადებული ყუმბარები როგორც ჩანს, საკუთარ ხელში აუფეთქდათ.
იმდენად მწვავედ განიცდიან საზოგადოებისთვის შეთავაზებული მცდარი პოლიტიკის კრახს და მარცხს მთელი ამ ხნის განმავლობაში, რომ ფაქტია, რეალურად აღარ დარჩათ რესურსი, რომ შენიღბონ არსებული პრობლემები პარტიის შიგნით“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.