უჭირს საუბარი, უჭირს გადაადგილება - მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა?
უჭირს საუბარი, უჭირს გადაადგილება... კიდევ უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე წინაზე, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ენმ-ის წევრმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა.
"უჭირს საუბარი, რადგან მას უჭირს გადაადგილება... დაუდგინდა, რომ არის ანთებითი პროცესი, რომელიც შესაძლოა მოდიოდეს ხერხემლისგან, როგორც ვიცი. არ ვიცი, დეტალები. ჩემი შეფასებით, რაც ვნახე, შემიძლია მხოლოდ ვთქვა, რომ დამხვდა კიდევ უარეს მდგომარეობაში, ვიდრე ის ვნახე წინა მონახულებაზე. ყველანი ველოდებით, როგორც იცით, საბოლოო მის დიაგნოზს, საექსპერტო კომისიის დასკვნას, - თქვა კობა ნაყოფიამ.