თეგებით ძიება

გადავრჩით! 2020-ში, რომ არჩევნები ჩატარდა აშშ-ში სისხლისღვრა მოხდა, ჩვენთან არ ყოფილა, ღვთის წყალობით - ირაკლი ზარქუა

2020-ში რომ არჩევნები ჩატარდა აშშ-ში და სისხლისღვრა მოხდა, იცით? ჩვენთან არ ყოფილა ღვთის წყალობით და გადავრჩით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

"მე არ მითქვამს, რომ გაყალბდა, მე ვთქვი ის, რაც არის ეუთო/ოდირის დასკვნა და გირჩევთ ჩახედოთ. მთელი რიგი ჩამონათვალია, აღმოჩნდა, რომ არის დაშინება, მოსყიდვის მცდელობა, არის ის, რომ მილიონობით ადამიანს არ მიეცა შესაძლებლობა არჩევნებში მიეღოთ მონაწილეობა და რამაც მე გამაოცა, რომ თურმე გარდაცვლილი ადამიანი აურჩევიათ, ეს ნონსენსია. ამაზე ვთქვი, რომ ჩვენი ოპოზიცია იმას გვსაყვედურობს, რომ მკვდარი სულები იღებენ მონაწილეობას, თუმცა, ეს ვერ დაამტკიცეს, მოუხდათ ბოდიშის მოხდა და პარლამენტში შემოსვლა. 1 პროცენტიც ვერ დაამტკიცეს და ამაზე ვიხუმრე, რომ ოპოზიციას აქ აქვს ასეთი პრეტენზიები, რაც ვერ დაამტკიცეს", - განაცხადა ზარქუამ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა