სააკაშვილის მძიმე დიაგნოზი ,,ფეიკია" - მამუკა მდინარაძე
ფრაქცია `ქართულ ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მძიმე დიაგნოზი „ფეიკია".
მისი განმარტებით, საზოგადოებამ დღემდე ვერ მოისმინა სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის ამსახველი რეალური ინფორმაცია.
„ხან ვიღაცა ჩამოდის, ის ექსპერტი, ისეთი ავტორიტეტული, ასეთი ავტორიტეტული, ემპათია, ის ექიმი, ცუდად არის, ამდენი ხანი დასკვნა ვერ დადო ვერავინ. რა ხდება?
6 თვის წინ პანიკა რომ იყო ატეხილი, კვდებაო. დიაგნოზია უმძიმესიო, მითხარით, რა დიაგნოზი იყო. რომელიმე თქვენგანს დიაგნოზი გახსოვთ, რომელიც სასჯელის გადავადების საფუძველი, ან არა საფუძველი იყოს?
იცით, რომელიმე დიაგნოზი რატომ არ გახსენდებათ? სულ ,,ფეიკია". ეს პანიკა დარჩა, ათასი ,,ფეიკი" მოვისმინეთ ამდენი ხნის განმავლობაში, მაგრამ დიაგნოზი რა იყო, ასეთი რამ არ დადებულა - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.