ოპოზიციას მაჯა აღარ ესინჯება - დავით მათიკაშვილი
„ქართული ოცნების" წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიციას მაჯა აღარ ესინჯება. მისი თქმით, ამიტომ გასაკვირიც არ არის, თუ ამ დროს ხელისუფლებას რეიტინგი ეზრდება. ამის შესახებ მათიკაშვილმა გადაცემაში ,,ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე" განაცხადა.
„მათ საკუთარი მრუდე პოლიტიკური გეგმების რეალიზება სურთ, მაგრამ ამის რესურსი რომ არ გააჩნიათ, ესეც ცხადზე ცხადია, რამე თუ, ჩვენ საზოგადოებას იმდენად გააზრებული აქვს როგორც ოპოზიციის რეალური სახე, ასევე, ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომ მართლაც ვერ კრებენ ესენი ერთი დაბადების დღე ხალხსაც კი, როდესაც საკუთარი აზრის გამოხატვა ღიად, საჯაროდ სურთ ქუჩაში, საპროტესტო აქციის სახით. საპროტესტო აქციაზე ხალხი არ მიდის", - განაცხადა მათიკაშვილმა.