თეგებით ძიება

"ეს ის „ყმაწვილია“, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება არ უყვარს და საქართველოს ნატოში „ექაჩება" - ვის შესახებ წერს ლევან ნიკოლეიშვილი?

ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილისა და ამერიკელი მაღალჩინოსნის, კურტ უოლკერის შეხვედრის ფოტოებს აზიარებს და წერს, რომ კურტ უოლკერი საქართველოს ნატოში „ექაჩება“.

"რა არის ახლა ქვემოთ მოყვანილ სურათებში უჩვეულო ან გასაკვირი? კაცმა რომ თქვას არაფერი, ერთგან ორი ადამიანი მენიუს უყურებს, მეორე კი ქორწილის სურათია. რა არის ამ სურათებში ყველაზე ლამაზი, გეთანხმებით თაიგული, დიახ ყვავილების თაიგული! რაც შეეხება ადამიანების თაიგულს, აქ სხვა შემთხევასთან გვაქვს საქმე: ძებნილი, ბრალდებული, ნაცების და მათი ტელევიზიების დამფინანსებელი კეზერაშვილი, "კრიტიკული" მედიის "თვალსაჩინო" წარმომადგენელი ეკა კვესიტაძე და "ჩვენი ამერიკელი მეგობარი" კურტ ვოლკერი! კეზერა და კვესიტაძე კი ვიცით ვინც არიან, ვოლკერზე კი შეგახსენებთ, ეს ის "ყმაწვილია," რიმელსაც დღევანდელუ ხელისუფლება არ უყვარს( განსხვავებით წინა ხელისუფლებისა), და საქართველოს ნატო-ში რომ "ექაჩება," ოღონდ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გარეშე! ხოდა ამ ფონზე და ამ სურათებში ყვავილების თაიგული, რომ არის ყველაზე ლამაზი რა გასაკვირია!", - წერს ექსპერტი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა