თეგებით ძიება

"ვივა მედში" 3 საათზე მეტია სამედიცინო კონსილიუმი მიმდინარეობს - როგორია ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

"ვივა მედში" სამედიცინო კონსილიუმი გრძელდება. ექიმები უკვე სამ საათზე მეტია მესამე პრეზიდენტის კვლევების შედეგებზე მსჯელობენ, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოდან მიიღეს და რომელიც მას დამატებით ჩაუტარდა.

უნდა დადგინდეს, აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს სხვა დაავადებებთან ერთად ძვლის ტუბერკულოზიც.

მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი უარესდება. უფლებადამცველ შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, მას მარცხენა ხელი ატროფირებული აქვს, ძნელად ამოძრავებს და გაუსაძლისი ტკივილები აწუხებს. ისევ უცნობია სიცხის მიზეზი.

ამ წუთებში პალატაში მიხეილ სააკაშვილთან ეკა ხერხეულიძეა შესული.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა