თეგებით ძიება

დღეს სტრატეგიულად სასწრაფო მომენტია, რომ სტატუსის მინიჭებაზე „კი“ ეთქვას საქართველოს - სალომე ზურაბიშვილი

დღეს სტრატეგიულად სასწრაფო მომენტია, რომ სტატუსის მინიჭებაზე „კი“ ეთქვას საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

პრეზიდენტის განმარტებით, საქართველოსაც საერთაშორისო თანამეგობრობისგან უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება.

„დიახ, ჩემი გზავნილი დღეს სწორედ ესაა! როგორც იცით, საქართველომ ვერ მიიღო კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად. ამისთვის იყო მიზეზები, ბოლო პერიოდში რეფორმებმა დააგვიანეს, რადგან მანამდე საქართველოს მისწრაფება ევროპისკენ ვიტყოდი, რომ უშეცდომო იყო. ჩვენ გვაქვს ვადები, თუმცა დღეს ეს საკითხი სტრატეგიული გახდა; ახლა, როდესაც უკრაინა იგებს, საერთაშორისო სოლიდარობა უცვლელია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთს არ დარჩეს შთაბეჭდილება, რომ არის ნაცრისფერი ზონა, რომელთან დაკავშირებითაც საერთაშორისო თანამეგობრობა, ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები, ნაკლებად მიზანდასახულები არიან, სადაც ის ადვილად აინაზღაურებდა ცოტაოდენ სიამაყეს, რომელიც დაზარალდა დღეს უკრაინაში, რადგან საქართველო უკრაინაზე ბევრად პატარაა, ნაკლები სამხედრო, ადამიანური რესურსი და ტერიტორიის სიღრმე აქვს და ეს სტრატეგიულად ძალიან მნიშვნელოვანია, სტრატეგიულად...

მე ვთვლი, რომ ეს [გეოგრაფიული საკითხი] უკან დარჩა, ეს ასე იყო გარკვეული წლების განმავლობაში. ახლა, როდესაც ევროკავშირმა მისცა კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას, მან მისცა ევროპული პერსპექტივა სამივე ქვეყანას და ეს არის პასუხი. ევროპული პერსპექტივა ნიშნავს იმას, რომ გეოგრაფიული კრიტერიუმები, გეოგრაფიული შეზღუდვები აღარ მოქმედებს, მსოფლიო პატარავდება და საქართველო ხდება მთავარი წერტილი ამ ახალ, სატრანზიტო გზაზე, რომელიც აუცილებელია ევროპის (ენერგიისათვის) კასპიის ზღვასთან და ცენტრალურ აზიასთან დასაკავშირებლად. შავი ზღვა გახდა სრულიად ევროპული ზღვა და ეს ევროპული ზღვა არის დასაცავი რუსული თავდასხმისგან, დანაღმვისგან, რაც რეალობა და დიდი პრობლემაა, როდესაც ვფიქრობთ ყველა იმ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, რომლებიც დაგეგმილია შავ ზღვაში“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა