თეგებით ძიება
16. 11. 2022 მსოფლიო

"სარაკეტო თავდასხმა პოლონეთზე შემთხვევითობა არ არის" - მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში რუსული რაკეტების პოლონეთში ჩამოვარდნას ეხმაურება და წერს, რომ ეს რუსეთის მიერ დაგეგმილი „მოკითხვაა“.

"სარაკეტო თავდასხმა პოლონეთზე შემთხვევითობა არ არის. ეს რუსეთის მიერ დაგეგმილი „მოკითხვაა“, რომელიც შეცდომად შენიღბეს. ასე ხდება, როდესაც ბოროტება დაუსჯელი რჩება, პოლიტიკოსები კი აგრესორის დამშვიდებით არიან დაკავებულები“, - წერს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩავარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, საიდან იყო ნასროლი რაკეტა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა