თეგებით ძიება
16. 11. 2022 მსოფლიო

რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რაც გუშინ პოლონეთში მოხდა - სტოლტენბერგი

NATO–ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი რუსული რაკეტების პოლონეთში ჩამოვარდნას ეხმაურება და აცხადებს, რომ პასუხისმგებლობა მთლიანად რუსეთს ეკისრება.

"რუსეთს ეკისრება პასუხისმგებლობა იმაზე, რაც გუშინ პოლონეთში მოხდა, რადგან ეს არის მიმდინარე ომისა და გუშინ რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების ტალღის პირდაპირი შედეგი.

უკრაინას "რა თქმა უნდა" აქვს უფლება ჩამოაგდოს რუსული რაკეტების ტალღა, რომელიც უკრაინის ქალაქებსა და კრიტიკულ უკრაინულ ინფრასტრუქტურას უმიზნებს", - განაცხადა NATO–ს გენერალური მდივანმა.

ცნობისთვის, გასულ ღამეს, უცხოური მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთში 2 რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და თქვა, რომ ეს "მიზანმიმართული პროვოკაციაა".

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმად, ქვეყნის ტერიტორიაზე ჩავარდნილი რაკეტა რუსეთშია დამზადებული, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, საიდან იყო ნასროლი რაკეტა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა