ლარი გაუფასურდა - ვალუტის კურსი
სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 16 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 2.7396 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7249 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით -1.47 თეთრი შეადგინა.
გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8563 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8432 ლარს
შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.31 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.1472 ლარს შეადგენს, ასევე გამყარდა ფუნტი და 3.2664 ლარი
ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 17 ნოემბრიდან შევა ძალაში.