თეგებით ძიება

"დიდი პატივისცემით სარგებლობდა საზოგადოებაში და ღვთის წინაშეც მაზიარებელ პიროვნებად წარსდგება" - ვისზე წერს პატრიარქი სამძიმრის წერილში?

პოლიტიკოსი, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერი და „სახალხო ფრონტის“ თავმჯდომარე, ენათმეცნიერი ნოდარ ნათაძე დღეს დაკრძალეს.

ამასთან, დაკავშირებით, საქართველოს პატრიარქის მიერ სამძიმრის წერილი გავრცელდა.

„დღეს ვემშვიდობებით ბატონ ნოდარ ნათაძეს, - ცნობილ ფილოსოფოსს, პოლიტიკოსს, ეროვნულ მოღვაწეს; პატიოსნებით, გულწრფელობით, პირდაპირობით გამორჩეულს, რომელიც ყოველთვის დიდი პატივისცემით სარგებლობდა საზოგადოებაში და ღვთის წინაშეც მაზიარებელ პიროვნებად წარსდგება.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა მისმა უკვდავმა სულმა სავანე მართალთა დაიმკვიდროს, ხოლო ახლობლებსა და გულშემატკივართ მომადლოს მშვიდობა და ლოცვითი შეწევნის ძალა“, - წერია სამძიმრის წერილში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა