თეგებით ძიება

პრემიერს არასდროს ეშლება ოპოზიციისთვის სათანადო პასუხის გაცემა - ირაკლი კობახიძე

პრემიერს არასდროს ეშლება ოპოზიციისთვის სათანადო პასუხის გაცემა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 12 პუნქტის შესრულების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი არის პარლამენტი.

„რამდენიმე მცირე გამონაკლისის გარდა, 12 პუნქტის შესრულების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი არის პარლამენტი და პრემიერს პარლამენტის წარმომადგენელი ეკითხება, რას აკეთებს პრემიერი 12 პუნქტთან დაკავშირებით. ისეთ აბსურდში არიან, იმდენად არ მუშაობენ ამ 12 პუნქტზე, რომ ისიც კი დაავიწყდათ, ვინ არიან პასუხისმგებელი ამ 12 პუნქტის შესრულებაზე ანუ სრულ აბსურდში არიან გამომდინარე იქიდან, რომ ეს ადამიანები საბოტაჟის მეტზე არაფერზე ფიქრობენ,“ - აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, 18 ნოემბერს, პარლამენტში, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს ინტერპელაციის წესით მოუსმენენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა